Wednesday, October 10, 2012

საქართველოს გეოგრაფია

საქართველოს გეოგრაფია


საქართველო
 ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით -ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაისმეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.
საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა [რედაქტირება]


საქართველოს ფიზიკური რუკა
გეოტექტონიკური[7] თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.
ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
ევროპა-აზიის შემაერთებელ კავკასიის ყელზე მდებარეობის გამო საქართველოში ერთმანეთს ემიჯნება განსხვავებული ფლორისტული და ფაუნისტური არეალები. დასავლეთ საქართველოს ბარის ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარისაგან, კავკასიონის მთიანეთის ბუნება კი - საქართველოს სამხრეთ მთიანეთისბუნებრივი პირობებისაგან.
საქართველოს ბუნების შემადგენელი კომპონენტები (რელიეფი[8]ჰავა[9]წყლები და ა.შ.) სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად არიან დაკავშირებული და როგორც თვისობრივად, ისე სამეურნეო გამოყენების მიხედვით, განსხვავებულ ბუნებრივ კომპლექსებს ქმნიან. საქართველოში ბარისა და მთის კლასის 11 ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტი გამოიყოფა.

ფართობი [რედაქტირება]

საქართველოს ტერიტორიის ფართობი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, ამჟამად კი 69,700 კვ.კმ-ია. იგი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ - შავი ზღვის ნაპირებიდან თითქმისმიგნეჩაურის წყალსაცავამდეა გადაჭიმული, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კი შედარებით ვიწროა. ტერიტორიის მაქსიმალური განფენილობა ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 613 კმ-ია. მერიდიანის გასწვრივ, ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი კი 275 კმ-ს შეადგენს.
საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი ტერტილი აფხაზეთში, მდინარე ფსოუს ნაპირზე, სოფელ აიბგასთანაა, სამხრეთით - მთა ოკუზდაღთან (სომხეთის საზღვართან), დასავლეთი - დაბა |ლესელიძესთან (მდინარე ფსოუს შესართავი) და აღმოსავლეთი - მდინარეების აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილზეა.
საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი[20] ლიხის (სურამის) ქედის დასავლეთით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.